ბექა ლილუაშვილი - ევროპარლამენტარებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, ეს ასე არ მოხდეს

ყველა გამომსვლელმა, მათ შორის, ისტორიულად ყველაზე ნეიტრალურებმაც, პირდაპირ მიუთითეს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, ეს ასე არ მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილი ამბობს, მას გარკვეულწილად შეშურდა მოლდოვის ხელისუფლების, ევროინტეგრაციისთვის იბრძვის.

„ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა იმის მიუხედავად, რომ “ქართულ ოცნებას" ქართველმა ხალხმა უკან დაახევინა, ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საერთაშორისო რეპუტაციის თვალსაზრისით ქვეყანას. ქვეყნის უკან გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რუსულ ინტერესებთან, პუტინთან და კრემლთან კავშირების შესახებ პოლიტიკური შეფასებები ჟღერდა ევროპარლამენტში და მე ვიყავი ძალიან გულდაწყვეტილი, რადგან საქართველოს შემდეგ მოლდოვის საკითხის განხილვა იყო და მიუხედავად მოლდოვაში არსებული სიტუაციისა, ძალიან კარგად გამოჩნდა როგორ იბრძვის მოლდოვაში ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის. გულწრფელად რომ გითხრათ გარკვეულწილად შემშურდა მოლდოვის ხელისუფლების”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს