იაგო კაჭკაჭიშვილი 7-9 მარტის აქციებზე - ხელისუფლება შოკში აღმოჩნდა - გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას და გაშიშვლდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გახდა საჭირო

ხელისუფლების ანტიევროპული განწყობა ყველაზე მეტად ახლა გაშიშვლდა, რაც მათ ელექტორატის დაკარგვის საშიშროების წინაშე აყენებს. ხელისუფლებას სწორედ ამიტომ აქვს რეპრესიული პოლიტიკის გატარების განზრახვა, - ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ახლა უჭირს, რადგან მან ანტიევროპული განწყობები სულ უფრო მძლავრად გამოფინა და ევროპასთან ინტეგრაციის გულწრფელი სურვილის საჩვენებლად, სულ უფრო ნაკლები სივრცე დატოვა.

„ხელისუფლება აქამდე ახერხებდა, რომ ერთ ხელით ეგინებინა ევროპა, მაგრამ მეორე მხრივ, ეთქვა, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ოღონდ ღირსეული ევროპა და ა.შ., მაგრამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს ახლა, იმიტომ, რომ მან თავისი ანტიევროპული განწყობები სულ უფრო მძლავრად გამოფინა და სულ უფრო ნაკლები სივრცე და ადგილი დატოვა ევროპასთან ინტეგრაციის გულწრფელი სურვილის საჩვენებლად“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღა ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, 7-9 მარტის მოვლენების დროს, საპროტესტო ნაკადის დასაწყისი ვიხილეთ, რომელსაც ჰქონდა პოტენცია, რომ წამლეკავი ძალა გამხდარიყო და სწორედ აქ მიხვდა ხელისუფლება, რომ რაღაც უნდა დაეთმო.

„ის, რაც მოხდა იყო სრულიად არაპროგნოზირებადი ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება ფაქტობრივად, შოკში აღმოჩნდა. ის არ ელოდა მოვლენების ისე განვითარებას, როგორც განვითარდა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. მან ჩათვალა, რომ მის მიმართ დაპირისპირებული, ყოველ შემთხვევაში, მისგან განსხვავებული, პოლიტიკური ან სოციალური აქტორები ჩააჩუმა, მოახდინა მათ მარგინალიზება, პოლიტიკური სპექტრი დაჩიავდა, სამოქალაქო სექტორზე შეტევა დაიწყო, მედია მუდმივი რეპრესიების ქვეშ ჰყავდა და რაღაცნაირად პოლიტიკური ჰეგემონის როლს ინარჩუნებდა. რასაკვირველია საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, მაგრამ რაღაცნაირად მყარი და გამართული პოლიტიკური სტრუქტურის შთაბეჭდილებას ქმნიდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი თიხის ფეხებზე მდგარი ხუხულა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფსევდო სტაბილურობა, რომელსაც ძალიან იოლად გაუჩნდა ბზარები და ეს ბზარები გააჩინა ახალმა სისხლმა ქართულ პოლიტიკაში თუ ქართულ სოციუმში, ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ამ პროტესტის გამწევი ძალა იყვნენ. ერთგვარი ლიდერის თუ გამწევის ძალის ფუნქცია მათ აიღეს.

ეს იყო სრულიად მოულოდნელი, იმიტომ, რომ გამოჩნდა ძალა, მთელი თავისი სიდიადით, რომელიც აქამდე არ ჩანდა, რომელიც როგორც ჩანს, კულისებში იკრებდა ძალას და ეს ძალა გაშიშვლდა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გახდა საჭირო. და ყველაზე მეტად როდის გახდა საჭირო? როდესაც ყველაზე უფრო მეტად იგრძნო ამ ძალამ ინსტიტუციური ბარიერი ევროპასთან ურთიერთობის გზაზე და შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე, ან საქართველოში დემოკრატიის და თავისუფლების გადარჩენის გზაზე. ეს ძალა მიხვდა, რომ გაჩუმება არ შეიძლებოდა და მან აჩვენა საკუთარი პროტესტი, უშეღავათო, გულწრფელი პროტესტი. ეს ხელისუფლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო,“ - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა