პრემიერ-მინისტრი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

მთავრობის მეთაურმა ოთარ ბერძენიშვილს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"ოთარ ბერძენიშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ასევე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი. იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად, ასევე, თავდაცვის სამინისტროში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის, შემდეგ კი, მინისტრის მოადგილის პოზიცია, იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამერიკის სამმართველოში მრჩევლის თანამდებობას, იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ატაშე, შემდეგ კი, - პირველი მდივანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი