გიორგი მელაძე - საინფორმაციო ომია როდესაც ცდილობ, რაღაც ინფორმაციები დაბომბო, ტვინი გაანეიტრალო და აზროვნების უნარი დააკარგვინო - გავეშებული და სისხლსმოწყურებული ხალხი ამას თავისი შვილების მიმართ ცდილობს

ეს საინფორმაციო ომია, როდესაც ცდილობ, რომ რაღაც ინფორმაციები დაბომბო, გაანეიტრალო ტვინი და მას აზროვნების უნარი დააკარგვინო - აღმოჩნდა, რომ გავეშებული და სისხლსმოწყურებული ხალხი ამას თავისი შვილების მიმართ ცდილობს. ნაწილმა თავისი შვილები იმ ქვეყნებში გაუშვა, რომლებზეც აქ დარჩენილების შვილებს ცუდს ელაპარაკება და ამ ყველაფრის ყველაზე გულისამრევი ეფექტი ეს არის, - ამის შემდეგ „ილიაუნის“ ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი მელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ცივილური მექანიზმია, რომ ადამიანს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე პასუხი მოსთხოვო.

„1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა ქართველი ერის საბჭოეთისგან გათავისუფლება, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ მომხდარა. ადამიანები მისტირიან საბჭოთა კავშირს, რუსეთს, არ უნდათ ევროპა, ხევენ დროშას და დღეს ჩვენ ვხვდებით, რომ 30 წელი გავიდა, მაგრამ ჩვენ არ მოგვიხარშავს ის პროცესი, რასაც განსაბჭოება ჰქვია. მგონი, განსაბჭოების პროცესი დაიწყო, კულტურული ტრანსფორმაცია - საზოგადოებამ ისწავლოს ცხოვრება, როგორც ადამიანების ერთობამ და არა, როგორც ობიექტების გამოგონილი სახელის კოლექტივმა, სადაც ერთი ადამიანი არ არსებობს. პირველი, ჩვენ გვაქვს კულტურული ტრანსფორმაციის წინაპირობები და მეორე, გვაქვს სრული ლუსტრაცია, რომ შეიძლება გვყავდეს მთავრობა, რომელიც გეგმებს ჩვენს მიღმა ისე ალაგებს, რომ ჩვენ არც ვიცოდეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ პირობებში ვცხოვრობთ, ანუ ეს მეორე შოკია - შოკი სახელმწიფოსთან მიმართებით, რომ ის სახელმწიფო შენ აირჩიე, შენად თვლი, მაგრამ შენი არ არის. ამ ორი მნიშვნელოვანი პროცესის მოხარშვა გვიწევს ახლა ჩვენ.

ჩვენ ვართ ომში. ეს საინფორმაციო ომია, ეს არის ცივი ომის გაგრძელება, როდესაც ცდილობ, რომ რაღაც ინფორმაციები დაბომბო, გაანეიტრალო ტვინი, დააკარგვინო მას აზროვნების უნარი. სამწუხაროა, რომ 3 მილიონი ვართ და აღმოჩნდა, რომ გავეშებული და სისხლს მოწყურებული ხალხი ამას ცდილობს თავისი შვილების მიმართ. ნაწილმა თავისი შვილები გაუშვა იმ ქვეყნებში, რომლებზეც აქ დარჩენილების შვილებს ცუდს ელაპარაკება. ამ ყველაფრის ყველაზე გულისამრევი ეფექტი ეს არის.

„დაშეიმინგებას“ რასაც ეძახიან არის ძალიან ცივილური მექანიზმი, რომ ადამიანს მოსთხოვო პასუხი მის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე. არავინ არავის სახრჩობელაზე არ კიდებს, არავინ არავის კოცონზე არ წვავს და ნება იბოძონ, თავისი ზიზღი, რაც აფრქვიეს მიიღონ უკან. ეს არის რაც უბრუნდებათ. რა ძალითაც მიაწვები, იმ ძალით მოგაწვება - ეს ფიზიკის კანონია. მიხვდებიან, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ ასეთი გაბოროტებულები საზოგადოების მიმართ, არ უნდა ეთესათ ზიზღი ამდენი წლები, რადგან ჩვენ ვართ პატარა საზოგადოება და ეს არ შეიძლება ხდებოდეს. ესენი, რომ გონიერები იყვნენ და რამეს, რომ აზროვნებდნენ ამას არ იზამდნენ. უკვე მგონია, რომ გათიშულები არიან, მოლაპარაკე თოჯინები არიან, რომლებსაც თავის ტვინი აღარ აქვთ“, - განაცხადა გიორგი მელაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება