ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს - თუ რამე განსაკუთრებული შოკი არ გამოიკვეთა, ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ რამე განსაკუთრებული „შოკი არ გამოიკვეთა”, ინფლაციის შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

მისი თქმით, ინფლაციის შემცირება მოსალოდნელი იყო.

„რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენ პიკი 2021 წელს გავიარეთ, როგორც პროგნოზირებადი იყო, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუ რამე განსაკუთრებული შოკი არ გამოიკვეთა, ეს შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ეს პროგნოზირებული იყო და ამ პროგნოზს მიჰყვება.

მოლოდინები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, ჩვენს მოლოდინებზე გავლენას გაცვლითი კურსი და ინფლაციის დინამიკა ახდენს. თვის ბოლოს, 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გვექნება და იმ მომენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფლაციასთან დაკავშირებულ პროგნოზს გამოვაქვეყნებთ.

რაც შეეხება ხელფასებს, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ჩვენთვის საყურადღებოა, ეს არის ხელფასების უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე პროდუქტიულობის ზრდა, რომელიც პოტენციურად ინფლაციაზე ზეწოლის გამომწვევია, თუმცა იგივე სხვა ქვეყნებშიც ხდება. მოლოდინების კუთხით, ეს ტენდენცია იცვლება ისეთი დინამიკა აღარ გვაქვს, როგორიც ადრე იყო. ამავე დროს, ჩვენ დავაკვირდებით, როგორ იცვლება პროდუქტიულობა. იმედია, ეს ტემპი შემცირდება და ინფლაციის ზრდის რისკი მომავალში არ იქნება”, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს