16 მარტს, 10:30 საათზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
თემა: უჩა მამაცაშვილი სასამართლო პროცედურების დარღვევით, მოპასუხეებისგან სულიერი ტკივილის სანაცვლოდ კვლავ 150 000 ლარის გადახდას მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოებაში მიიღო.
მის: ძმები ზუბალაშვილების N6
საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 63 36 44
16 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: პემიერის მიერ გავრცელებული უზუსტობები და ბიუჯეტის გამჭვირვალობაზე ქვეყნის რეიტინგის არასწორი ინტერპრეტირება - IBP მონაცემებით მანიპულირება.
საკონტაქტო 599 26 40 26
16 მარტს, 11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრესკონფერენციაზე ანალიტიკური დოკუმენტს - „ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების კვალდაკვალ“ წარმოადგენს.
მის: აკაკი გახოკიძის 11 ა
16 მარტს, 11:30 საათზე, საგარეჯოში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ დასაქმებულები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს.
მის: საგარეჯო, კახეთის გზატკეცილი 13, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალი“
საკონტაქტო პირი: თეა ნარიმანიშვილი - 591994561
16 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის, ვაჟა იორდანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც ავტომობილების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა: როგორია მიმართვიანობის მაჩვენებელი, დახარვეზებული მანქანების სტატისტიკა.
ტექინსპექტირების პირობების ნაწილი აღარ გამკაცრდება“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
16 მარტს, 12:00 საათზე, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებს პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები შეუერთდებიან, რომლებიც საჯარო მიმართვით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო
საკონტაქტო: ნინო გოგინაშვილი - 555 63 66 36
16 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე დაკავებული ექთნის, თეა ბეგიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
16 მარტს, 17:30 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა თემაზე „გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების სიცოცხლე“ გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში მოხდება არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის ახალი სტანდარტების და ახალი მიდგომების გაცნობა.
მის: რესპუბლიკის მოედანი #1
საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85
16 მარტს, 19:00 საათზე, ილიასეული „ხუთშაბათობის“ ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარის თეოლოგისა და კონფლიქტოლოგის, პროფესორ პაატა ზაქარეიშვილის საჯარო ლექცია - „ილია და ტოლერანტობა“ გაიმართება.
მის: ივანე ჯავახიშვილის ქ. N7 (ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზუემი)
საკონტაქტო: თამარ გურგენიძე - 599 899 628