ანონსი 17 მარტი

17 მარტს, 10:00 საათზე, სავაჭრო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება.

საკონტაქტო: 555 011 101

17 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სარესტორნო სფეროში არსებული ვითარება - როგორ ემზადება სექტორი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, კადრების დეფიციტის პრობლემა და ე.წ. გასტარბაიტერების შემოყვანის საკითხი. დღეს არსებული საშუალო ხელფასები სექტორში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის - „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტს ან მომავალ უდაბნოს შორის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე გახსნის.

ღონისძიებას დაესწრებიან გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მის: თავისუფლების მოედანი #4

17 მარტს, 11:10 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიმს კლევერლის შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება განცხადებები.

მის: ლეონიძის 3

17 მარტს, 11:30 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელსა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

თემა: სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებაზე.

მის: დუშეთი, მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის კულტურის ცენტრი

საკონტაქტო: მაკა ჯაფარიძე - 599 56 77 33

17 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

17 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტში „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ოცნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებს და 12 პუნქტს არ ასრულებს.

საკონტაქტო : 595 050 732

17 მარტს, 13:00 საათზე, ახალციხის #1 საჯარო სკოლაში ასაკზე მორგებული კომიქსის „უჩინარი“ წარდგენა გაიმართება, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გამომცემლობა „პალიტრა L”- თან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით 13-დან 16 წლამდე ასაკის გოგოებისა და ბიჭებისთვის შეიქმნა.

მის: ახალციხე, მიქუტიშვილის ქუჩა 2

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 21 13 00

17 მარტს, 14:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

17 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების #2

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა