ალეკო ელისაშვილი - უნდა ვიბრძოლოთ როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ და „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება ვაიძულოთ - უნდა ვიჩხუბოთ, მივაწვეთ

უნდა ვიბრძოლოთ როგორც პარლამენტს შიგნით, ასევე პარლამენტს გარეთ და "ქართულ ოცნებას" ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულება ვაიძულოთ - უნდა ვიჩხუბოთ, მივაწვეთ - საქართველოს ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა არასდროს ჰქონია! - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - სასამართლო ხელისუფლების რეალური რეფორმირების საკითხზე ითრევს ფეხს. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნამ დაადასტურა, რომ თვალში ნაცარს ვერავის შეაყრიან.

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ცდილობს თვალებში ნაცარი შეგვაყაროს და გვითხრას, რომ სასამართლოებში "ვინდოუსებია" გადასაყანებელი და სხვა პრობლემა არ არსებობს, მაგრამ არავინ ტყუვდება. ვენეციის კომისიიდან ჩამოსული დასკვნაც ამის დასტურია - დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ სასამართლოში რეალური გაჯანსაღების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა დაიწყოს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა მთელი მსოფლიოსგან. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხე რომ დაემუქროს, ქუჩაში უამრავი ხალხი გამოვა. შესაბამისად, ხელში ყველა ბერკეტი გვაქვს. "ქართული ოცნება" თვალში ნაცარს ვერ შეგვაყრის - არავინ ტყუვდება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება