IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის“ გაიმართა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში.

„პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.

მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე