კონსტანტინე ზარნაძე - ევროპისკენ ნაბიჯები სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ გასული კვირის აქციებთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საზოგადოებრივი აზრის აქციაზე გამოხატვა ნორმალურია და ამაში პრობლემას ვერავინ ხედავს. მისივე თქმით, ქვეყნის პოლიციამ, ,,ქართული ოცნების’’ ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს და არ დაუშვეს სისხლისღვრა, რისთვისაც მადლობას იმსახურებენ.

„რაც შეეხება კანონპროექტს, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ხელისუფლებას მეტი უნდა ემუშავა მოსახლეობასთან, რათა სპეკულაციის საშუალება არ ყოფილიყო’’, -განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ და მაგალითად პაატა ბურჭულაძის კომენტარი მოიყვანა.

,,პაატა ბურჭულაძემ აქციაზე მოსახლეობას მიმართა და თქვა, თითქოს, ოჯახის წევრების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხის გამო მათ აგენტები დაერქმევათ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი, აგენტის სარჩულის საფუძველზე მოხდება მათი ან დაკავება, ან სამსახურიდან გათავისუფლება’’, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა და პაატა ბურჭულაძის კომენტარს სიცრუე უწოდა.

როგორც ზარნაძემ აღნიშნა, კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაიგზავნებოდა, რომელიც დამატებით დასკვნებს დადებდა.

დეპუტატის თქმით, მიუღებელია, რომ ადამიანებს, რომელთაც ბევრი აქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის, შეურაცხმყოფელ იარლიყებს აკრავენ.

მისივე თქმით, 2012 წლიდან ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომლის დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და სტაბილური განვითარება. სწორედ ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები ევროპისკენ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა