კრემლი - ვლადიმერ პუტინი მარიუპოლს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულს „სამუშაო ვიზიტს“ უწოდებს.

კრემლზე დაყრდნობით, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი“ წერს, რომ პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ის ქალაქის რამდენიმე რაიონს ეწვია, სადაც ჩერდებოდა და ადგილობრივებს ესაუბრებოდა.

შეგახსენებთ, კრემლის ლიდერი ოკუპირებული ყირიმშიც ჩავიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება