პირადი დაცვის მომზადების მეოთხე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეინჯერისა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულ პირად შემადგენლობას რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მან ინსტრუქტორებს კურსის უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი დაცვის ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. აღნიშნულ სწავლებაში გაძლიერებული იყო სამხედრო მხარდამჭერი ელემენტები, მათ შორის საჰაერო მხარდაჭერისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ჯგუფები. კულმინაციურ ფაზაში პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებული საჩვენებელი სწავლება მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფას. სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელ სწავლებაში შვეულმფრენები და ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყენეს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. პირად მცველთა მომზადების კურსი მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს