შალვა პაპუაშვილი - ირაკლი კოვზანაძეს დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, საკუთარ პროფესიას დაბრუნებოდა -  ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი

ირაკლი კოვზანაძეს დიდი ხანი ჰქონდა სურვილი, საკუთარ პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც ის საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა - ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი, - ასე ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოვზანაძის გადაწყვეტილებას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ის კოვზანაძეს გასულ კვირას ესაუბრა და პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება სწორედ ამ სურვილით იყო განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს ტოვებენ და მანდატზე უარს ამბობენ ირაკლი კოვზანაძე, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი.

კოვზანაძემ შესაბამისი განცხადება ოფიციალურად უკვე დაწერა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა