გიორგი ამილახვარს პარლამენტში გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის, ხოლო ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილია

გიორგი ამილახვარს, რომელიც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ახლა შესაბამისი უწყების მინისტრი გახდა, პარლამენტში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის.

პარლამენტის წევრი ხდება თენგიზ შარმანაშვილი. შარმანაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა, რომელმაც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ოფიციალურად უკვე დაწერა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარლამენტის დატოვებას გეგმავენ ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და ნინო იობაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა