ალეკო ელისაშვილი - უმრავლესობის დაშლა ლოგიკურია - იმ 76 ადამიანიდან, ვინც იმ საძაგელ კანონს მხარი დაუჭირა, სულ მცირე ნახევარს მაინც ალბათ გული ერეოდა და არ უნდოდა ამის გაკეთება

„მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის ჯერ მიღების და ჩაგდების შემდეგ უმრავლესობაში მღელვარება და აზრთა სიმძაფრე მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, ლოგიკურია, თუ ,,ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატი მანდატს დატოვებს.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ დეპუტატთა დიდ ნაწილზე სხვადასხვა მოტივით ზეწოლა განხორციელდა.

,,უმრავლესობაში გარკვეული მღელვარება და აზრთა სიმძაფრე გაჩნდა იმ ცნობილი კანონის ჯერ მიღების, მერე კი ჩაგდების შემდეგ. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი პოზიცია, ციდან არ ჩამოფრენილან და მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ წიაღში არ დაუწყიათ ცხოვრებისეული გზა და კარიერა. ეს ადამიანები ცდილობენ, დაიცვან თავისი პოზიცია. სავსებით ლოგიკურია, და მეც ველოდები, რომ ამას გარკვეული ცვლილებები მოჰყვება. დიდი სიამოვნებით მივადევნებდი თვალყურს ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის რღვევას. ,,ქართული ოცნების ლიდერებმა უმრავლესობის წევრებს ძალიან ცუდი რამ მოახვიეს თავს ცოტა ხნის წინ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ 76 ადამიანიდან, ვინც იმ საძაგელ კანონს მხარი დაუჭირა, სულ მცირე ნახევარს მაინც ალბათ გული ერეოდა და არ უნდოდა ამის გაკეთება, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე არავისთან კომუნიკაცია არ მქონია და არ გადამიმოწმებია სათითაოდ, მაგრამ ორი წელია აქ ვმუშაობ, მეტ-ნაკლებად ვიცნობ არაერთ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს არ უნდოდა ხმა მიეცა იმ კანონისთვის, მაგრამ სხვადასხვა მოტივით განხორციელდა მასზე ერთგვარი ზეწოლა და ისინი აიძულეს, რომ ხმა მიეცათ. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ უკმაყოფილება მოჰყვა ამ ყველაფერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის და ლოგიკურია, რომ ზოგმა შეიძლება მანდატიც კი დატოვოს. მე ვუსურვებ ,,ქართულ ოცნებას“ და მის საპარლამენტო უმრავლესობას დაშლას და რღვევას, რადგან ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, მოსალოდნელი და ეს ასე მოხდება კიდეც“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ყველა დეპუტატს ადგილმონაცვლე ვერ შეცვლის, მაგალითად დავით სერგეენკოს, რადგან ის საბურთალოს ერთმანდატიანი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია, შესაბამისად, მანდატის დატოვების შემთხვევაში, შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს და რაც შეეხება ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და ირაკლი კოვზანაძეს, პარლამენტის დატოვების შემთხვევაში, მათ პარტიული სიის მომდევნო ნომრები ჩაანაცვლებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე