ვახტანგ ძაბირაძე - მმართველმა ძალამ ჩათვალა, რომ ჩხენკელმა ვერ უზრუნველყო სტუდენტების ნეიტრალიზება - ამილახვარს ექნება დავალება, შეძლოს არასასურველი გამოხტომების თავიდან აცილება, როგორც ჩანს, რეპრესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული

ექსპერტ, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, იმისათვის, რომ გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების“ იმედები გაამართლოს, მას ექნება დავალება - „შეძლოს სტუდენტური მოძრაობების რეგულირება და არასასურველი გამოხტომების თავიდან აცილება“.

როგორც ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „როგორც ჩანს, რეპრესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“.

ექსპერტის თქმით, ცვლილება განპირობებულია არა განათლების სისტემის გაუმჯობესების ან არსებული პრობლემების გამო, არამედ მმართველმა ძალამ ჩათვალა, რომ ჩხენკელმა ვერ უზრუნველყო სტუდენტების ნეიტრალიზება მარტის პროტესტთან დაკავშირებით.

მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვრის კანდიდატურით ჩანაცვლებით ამილახვრის მიმართ ალბათ, ახალი დირექტივები იქნება. ცხადია, გადაწყვეტილება არანაირი განათლების სისტემის გაუმჯობესების ან განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო არ არის მიღებული. აქ, ერთადერთი რამ არის - მმართველმა ძალამ ჩათვალა, რომ ჩხენკელმა ვერ უზრუნველყო სტუდენტების ნეიტრალიზება მარტის მოვლენებთან დაკავშირებით. რა დავალებაც დღეს ამილახვარს ექნება იმისთვის, რომ განათლების მინისტრის პოსტზე მან „ქართული ოცნების“ იმედები გაამართლოს, ეს იქნება მცდელობა იმის, რომ შეძლოს სტუდენტური მოძრაობების რეგულირება და არასასურველი გამოხტომების თავიდან აცილება. ანუ, როგორც ჩანს, რეპრესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და თუ როგორ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, ეს შედეგს არ გამოიღებს. სტუდენტობა, ის ხალხი არ არის, რომელიც რეპრესიებს შეუშინდება ან რეპრესიების გამო კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მან შეაფასა ამილახვრის განცხადება, რომ „უფრო აქტიურად და ფართოდ უნდა გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში“.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, რა თქმა უნდა, ამილახვარმა ეს ყველაფერი თქვა იმისათვის,რომ შეფუთოს ის მიზანი, რისთვისაც ის რეალურად დაინიშნა პოსტზე.

„რა თქმა უნდა, ხომ არ იტყოდა, იმისათვის მოვედი, რომ სტუდენტების აქტივობების ნეიტრალიზება მოვახდინოო? პროცესიდან გამომდინარე, ზოგადად რომ თქვა, განათლების მინისტრს კატასტროფული არაფერი გაუკეთებია, რაც[გაუკეთებია] აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერ მინისტრს. რაღაცნაირად ამოვარდნილი განათლების მინისტრი არ ყოფილა, ჩვეულებრივი რიგითი მინისტრი იყო, ისევე, როგორც დანარჩენი ყველა. ამიტომ,განათლების პრობლემების გამო რომ არ მომხდარა ცვლილება, ცხადია და თუ ცვლილება რამეს უკავშირდება, უკავშირდება სწორედ იმ მოვლენებს, რაც მარტში განვითარდა და სადაც ხელისუფლებისგან მოულოდნელად სტუდენტური ახალგაზრდობა ჩართული აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ის, რაც თქვა შეფუთვაა. აქამდე დასავლური განათლებისთვის კარი გაღებული არ გვქონდა, თუ რა ხდება? სხვათა შორის, განათლების ეს მინისტრი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და სად იყო ეს დალოცვილი აქამდე, თუ კარი დახურული იყო და ქვეყანა ინგრეოდა? მას ხომ შეეძლო ამაზე ერთხელ მაინც, კრიტიკული თუ არა, რაღაცნაირად მიმანიშნებელი განცხადება გაეკეთებინა, რომ სისტემაში რაღაც რიგზე ვერ არის!“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე