"ბიძინას კარზე" დაწინაურდა "რუსული კანონის" მედროშე და ევროპული მომავლის მოღალატე დეპუტატი ამილახვარი, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა და განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვრის დანიშვნა.
მისი თქმით, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები კვლავ უცვლელი დარჩება.
„გვარის დამსახურებით მოექცა სიის სათავეში. უტყვი მორჩილებით და ამორალური განცხადებებით გამორჩეულები კასტინგს მარტივად გადიან!
ცხადია, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები უცვლელად დარჩება, რადგან განათლებისთვის "ერთი შეწვი, მეორე მოხრაკე" დაახლოებით ამ დატვირთვისაა მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვრით ჩანაცვლება.
პრინციპში, არც ადარდებთ ის უთვალავი გამოწვევა, რაც სისტემაშია. თუ გავიხსენებთ, რით დაგვამახსოვრა თავი პარლამენტში "მოღვაწეობისას" პატივცემულმა?! ბილწსიტყვაობით და ქალი დეპუტატების გინებით. განათლების კოდექსის შემუშავებაზე ამაყი განაცხადით, მაგრამ შედეგი არავის უნახავს.
კოვიდ პანდემიისას საპარლამენტო კონტროლისა და აღმასრულებელი რგოლის ზედამხედველობის ნიშანწყალი ვერ შევნიშნეთ.
მორალურ პლანში, ბავშვებზე ერთადერთი განცხადება გააკეთა (ვაკის პარკის ტრაგედიაზე) და ისიც, ამორალურობის ფსკერს რომ ხვრეტდა, ისეთი.
მოკლედ, პოლიტიკური ნიშნით თუ შევხედავთ, ორი მთავარი ამბავია:
ბიძინას კარზე კობახიძე-კალაძის "დაწინაურების" სიგნალია ამილახვრის მინისტრად დანიშვნა და პატრონი ყმებისგან სრულ და უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს, რაზეც გიორგი ამილახვრის კანდიდატურა ზედგამოჭრილია, რადგან რაზე წამსვლელი და რის მკადრებელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უკვე გამოვცადეთ!,“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.