სალომე სამადაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წლიდან წლამდე მძიმდება და 2022 წლის ანგარიში იკითხება როგორც განაჩენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები წლიდან წლამდე მძიმდება და 2022 წლის ანგარიში იკითხება როგორც განაჩენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიში მიუთითებს რეგრესზე და შანსი იმის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუ ხელისუფლება სწრაფად არ გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, მინიმალურია.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც აღწერს იმ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ეს ანგარიშები წლიდან წლამდე მძიმდება და 2022 წლის ანგარიში იკითხება უფრო როგორც განაჩენი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ვიდრე დასკვნა იმ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი ადამიანის უფლებების კუთხით. ის მოიცავს უამრავ პრობლემას, მაგრამ ხაზგასმით გამოვყოფ რამდენიმე საკითხს, რაც უკავშირდება 12-პუნქტიან მოთხოვნას და იმ მთავარი მიმართულებებით, სადაც ევროკავშირი ელოდება პროგრესს. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ანტიკორუფციულ საქმიანობას, ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, ანგარიში ნათელს ხდის, რომ გვაქვს არათუ პროგრესი, არამედ რეგრესი, უკან არის გადადგმული არაერთი ნაბიჯი. ანგარიში ბევრს საუბრობს თავისუფალი მედიის უფლებების დაცვაზე და ამ თვალსაზრისით განგაშის ზარია შემოკრული გაუარესებული მდგომარეობის თვალსაზრისით. პოლიტიზებული მართლმსაჯულება, პოლიტიკური დღის წესრიგით გამოტანილი განაჩენები სასამართლოს მიერ რიგი ადამიანების წინააღმდეგ, როგორც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ავთო წერეთლის, ნიკა გვარამიას, „ფორმულას“ შესაბამისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, ყველა ეს საქმე არის შემადგენელი კომპონენტი იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არსებობს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და რეპრესიული რეჟიმი ყველა ძალას მიმართავს, რომ მოგუდოს თავისუფალი აზრი და მედია ჩვენ ქვეყანაში“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის