ვახტანგ მეგრელიშვილი - განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ დაკავშირებულია იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, განათლების მინისტრად გიორგი ამილახვარის დანიშვნა იმ კრიზისს უკავშირდება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, განათლების მინისტრის ცვლილება არსებული კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ არის.

„ჩემი აზრით, განათლების მინისტრის ცვლილება დაკავშირებული არ არის იმასთან, რომ განათლებაში რაღაც უნდა მოხდეს, არამედ იმ კრიზისთან, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის. არ ვიცი, რა მოტივით ან რა სტრატეგიით აპირებენ ისინი საკუთარი საქმიანობა გააგრძელონ, მაგრამ ვფიქრობ, ამის შემადგენელი ნაწილია ის, რომ ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, მინისტრის ცვლილება ამ კრიზისის დასაძლევად საკმარისი ნამდვილად არ არის. არ ვფიქრობ, რომ ამ კრიზისთან მიმართებით რაიმე განსხვავებული შეიძლება შექმნას გიორგი ამილახვარის მინისტრობამ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი შეფასებით, განათლება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სფეროა, რომელსაც ძირეული რეფორმები სჭირდება.

„ვერ დავინახე, რომ რამე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება და ამისთვის სჭირდებათ ვინმე. დავინახე, რომ ახლა „ქართული ოცნება“ არის კატასტროფულ კრიზისში, ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს და მან რაღაც უნდა გააკეთოს“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, განათლების სისტემა საბჭოთა დროინდელია.

„მგონია, რომ კრიზისის გადასაგორებლად არის ნებისმიერი მოძრაობა ახლა „ქართული ოცნების“ შიგნით. ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები ბუტაფორიებად გვაქვს ქცეული, აბრებზე აწერია რაღაც სახელები, თორემ შინაარსობრივად არ შეესაბამება. საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს დატოვებული, 33 წლის განმავლობაში თითიც კი არ დაგვიკარებია ამ მიმართულებით, რომ რაღაც გაგვეკეთებინა. ვაშლების დარიგება იქნებოდა თუ ათასი სისულელე. სახელმწიფო სრულად აკონტროლებს მთელ განათლების სისტემას, ლამის როგორც საბჭოთა კავშირში იყო და ბავშვების მთელ თაობას ვატყუებთ. ჩვეულებრივი კატასტროფა და ჭაობია ამ სფეროში ისეთივე, როგორც სხვა სფეროში“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი შეფასებით, ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისი დაძლიოს.

„არ ვიცი გიორგი ამილახვარს რა მისია დაეკისრა, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა „ქართული ოცნების“ ამოცანა არის, ეს კრიზისი, რომელიც ახლა არის, რამენაირად გადააგოროს და ახალ რელსებზე შედგეს, სადაც ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწყებს ლანძღვა-გინებას, ეს იქნება მისი მთავარი საქმე“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა