ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, საქმე ერთ სუბიექტთან გვაქვს - რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები ერთი და იგივეა, გამიჯვნა შეუძლებელია

კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე - რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები ერთი და იგივეა, გამიჯვნა შეუძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის მისაღებია მხოლოდ „ობიექტური კრიტიკა“, „არაობიექტურს“ კი, „სათანადო რეაგირებით“ უპასუხებენ. „მე ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, ვნახე რამდენიმე სათაური, ყურადღებით გავეცნობი და სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ, შეიძლება იყოს ისეთი რაც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. რეალურად არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორი მიმართულების განცხადებებს შორის. ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება. ჩვენ ყურადღებით გავეცნობით ამ ანგარიშს და როცა ვსაუბრობ ამაზე, რომ ყურადღებით გავეცნობით, ე.ი. ღირებულება აქვს, ღირებულია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ობიექტური კრიტიკა, თუ კრიტიკა არაობიექტური იქნება, სათანადო რეაგირება გვექნება. კონკრეტული მაგალითია, რომელიც აჩვენებს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში არ არის ობიექტური კრიტიკა, ამაზე გვექნება რეაგირებ“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში