ირაკლი კობახიძე - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა და ამის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები გადაწყვეტენ, ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად - ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი არის კეზერაშვილი

დაზუსტდება ყველაფერი, რასაც ითხოვს ვენეციის კომისია და ამის შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად - ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა.

„ვენეციის კომისია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამ კანონის მიღება, უბრალოდ მათ აქვთ 5 კონკრეტული შენიშვნა, რეკომენდაცია. ჩვენ გავყვებით მათ დასკვნას, შევა კანონში 5 შესაბამისი შესწორება და საბოლოო სახით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი.

კანონი არის ზოგადი და ვერც ერთ სახელზე და გვარზე ვერ იქნება მორგებული, ამიტომ კანონი უნდა იყოს ზოგად -აბსტრაქტული და არა კონკრეტულ სახელსა და გვარზე მორგებული. ვის მოერგება საბოლოო ჯამში კანონი, ამას გადაწყვეტენ შესაბამისი სტრუქტურები კანონის შესაბამისად. მე წინასწარ ვერ გეტყვით, ვის მოერგება კანონი, გაიწერება ობიექტური კრიტერიუმები, დაზუსტება ყველაფერი, რასაც ითხოვს ვენეციის კომისია და ამის შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა იქნას იდენტიფიცირებული ოლიგარქად.

დეოლიგარქიზაცია გულისხმობს ოლიგარქებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ვინ არის საქართველოში ოლიგარქი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, თვითაღიარებული ოლიგარქი საქართველოში არის კეზერაშვილი. პირდაპირ გამოაქვეყნა წერილი, სადაც მითითებულია, რომ აფინანსებს პარტიებს, მედიასაშუალებებს და ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციებს. ის არის თვითაღიარებული ოლიგარქი, თვითონ ამტკიცებს ამას ანუ ერთი თვითაღიარებული ოლიგარქი გვყავს. დანარჩენი ვისზე იქნება ეს კანონი მისადაგებული, ამას აჩვენებს თვითონ კანონი. ევროპას არავინ უღიარებია, როცა საუბარია რეზოლუციებზე, ამაზე უკვე ვთქვით, რომ მათ აქვთ ჩალის ფასი, რადგან უსამართლო რეზოლუციებია,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის