პარლამენტის სხდომაზე ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი უმრავლესობის წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრ ტარიელ ნაკაიძეს „ხალხის ძალის“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა.

სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ჯერ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი, შემდეგ კი იგივე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართულებით მიკროფონი მგალობლიშვილმა ისროლა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია