გრიგოლ გიორგაძე იაგო ხვიჩიას - ალბათ, გულში და გონებაში გაქვთ ეს და ამიტომ წამოგცდათ არაერთხელ, თითქოს მე ვთქვი, რომ ჯარი დისკრედიტირებულია - პატივი ეცით ქართულ ჯარს

ბატონო იაგო, ალბათ გულში და გონებაში გაქვთ ეს და ამიტომ წამოგცდათ არაერთხელ, თითქოს მე ვთქვი, რომ ჯარი დისკრედიტირებულია - ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით ქართულ ჯარს, - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ „გირჩის“ დეპუტატ იაგო ხვიჩიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ განხილვა უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით „გირჩის“ წუხილი ვიწროპარტიული და ფინანსური ინტერესებითაა გამოწვეული.

„ბატონო იაგო, ნუ გაავრცელებთ სიცრუეს. საუბარი მქონდა იმაზე, რომ დღევანდელი გაწვევის სისტემა სწორი არაა, ვინაიდან თავდაცვის მიზნებისთვის უნდა მოხდეს გამოყენება და მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იყოს წვრთნა და გადამზადება. თქვენ ალბათ გულში და გონებაში გაქვთ და ამიტომ წამოგცდათ არაერთხელ, თითქოს მე ვთქვი, რომ ჯარი დისკრედიტირებულია. შეგვიძლია რომ დღევანდელ ჯარზე ეს ვისაუბროთ? პირიქით, საამაყო გვაქვს მიღწევები პროფესიულ სამხედრო სამსახურშიც, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით ქართულ ჯარს, არაერთხელ მიაყენეთ შეურაცხყოფა. გასაგებია, საიდანაა გამოწვეული თქვენი წუხილი -მხოლოდ კონკრეტული, ვიწროპარტიული და ფინანსური ინტერესებით, თუმცა ჩვენ სხვა საზრუნავი გვაქვს და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს, რა თქმა უნდა, არ ემთხვევა“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

გიორგაძის აღნიშნული გამოსვლა ხვიჩიას იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ საკუთარი ჯარი თავად მინისტრის მოადგილესაც არ მოსწონს.

„თქვენვე რომ არ მოგწონთ საკუთარი ჯარი, იმ პირობებში ევროპაში სამუშაოდ წასული ადამიანი რომ არ ჩამოვიდეს და თქვენ რომ მას ავტომატურად კრიმინალად თუ დეზერტირად აცხადებთ, ამის გამო მას დისკომფორტი უნდა შეექმნას საქართველოში შემდეგ ჩამოსვლაზე? ეს ხალხი საერთოდ რომ არ ჩამოვა იმის გამო, რომ „ვიშკაზე“ დგომა არ უნდა და 2025 წლამდე, თქვენივე ლოგიკით, ნორმალურ სარეზერვო სამსახურსაც ვერ სთავაზობთ; ამ რეალობაში რომ ხალხი არ ჩამოვიდეს იმ არგუმენტაციით, რომ ეს ჯარი არ ვარგა და რეპუტაცია შერყეული აქვს, გისმენენ და გიჯერებენ, აქ არ ჩამოისვლებაო, ამის გამო რომ კრიმინალად ვაცხადებთ, ამაზე პასუხისმგებლობა, თქვენი აზრით, ვის ეკისრება?“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას