ირაკლი ზარქუა - სამადაშვილი ისევ მტრობს ქვეყანას, იმ ნარატივს აგრძელებს, რომ თურმე, საქართველო სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება - პარტნიორებმა უთხრეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ იმეორებს, რადგან გონჩარენკოს მეგობარია

ქალბატონი სამადაშვილი ისევ მტრობს თავის ქვეყანას, ისევ იმ ნარატივს აგრძელებს, რომ თურმე, საქართველო სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება - პარტნიორებმა უთხრეს, რომ ეს ტყუილია, მაგრამ იმეორებს, რადგან გონჩარენკოს მეგობარია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისთვის კითხვის დასმის დროს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოს გამოყენებაზე ისაუბრა.

ზარქუას თქმით, გონჩარენკოს სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა „სამადაშვილი და დანარჩენები“ მისი მეგობრები არიან.

„ბრიტანულმა დაზვერვამ, ამერიკელმა პარტნიორებმა უთხრეს, რომ ეს ტყუილია, არ გაიმეოროო, მაგრამ ის იმეორებს, რადგან გონჩარენკოს მეგობარია. გონჩარენკო ხომ იცით, ვინ არის?! უკრაინული რადას წევრია - ჯერ იანუკოვიჩს ასხამდა ხოტბას, მის პარტიაში იყო, მერე პოროშენკოს - ზელენსკის კი მტრობდა, ახლა ზელენსკისთან გადმოვიდა. კაციშვილი სერიოზულად არ აღიქვამს, მაგრამ სამადაშვილები და დანარჩენები მისი მეგობრები არიან“,- განაცხადა ზარქუამ.

გარდა ამისა, ზარქუა გამოეხმაურა მინისტრისთვის პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის მიერ დასმულ კრიტიკულ კითხვას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ინდიკატორებს შეეხებოდა. ზარქუას თქმით, ჩვეულებრივი ამბავია, თუ ქვეყანას ვინმე ნახევარი ქულით გადაასწრებს, რადგან „ყოველთვის ლიდერის პოზიციაზე ვერ იქნები“.

„ასევე, ძალიან მიკვირს ამ ლილუაშვილის. ბექა, ეკონომისტი ხარ შენ. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 35-ე ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის 8, ხოლო ნატო-ს 12 სახელმწიფოს. შე დალოცვილი, გამოდი ერთხელ და თქვი, რომ ეს ძალიან მაგარია. ნახევარი ქულით რომ ვიღაც გადაგვასწრო, ეს ჩვეულებრივია, ყოველთვის ლიდერის პოზიციაზე ვერ იქნები და ეს ცუდია?“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის