პარლამენტი  ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, "ქართული ოცნების" კიდევ სამი დეპუტატის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.

"შესაბამისი ბრძანებულებები უკვე მივიღეთ. ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში იქნება, ნინო იობაშვილი - საგარეო საკითხებში. შალვა პაპუაშვილის მრჩეველი გახდა გიორგი ხელაშვილი. მათ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს და შესაბამისად მანდატი შეუწყდებათ, რაზეც 24 მარტს ვიმსჯელებთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა