„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. კომისია - საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის განსაზღვრა დასრულებულია

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პარლამენტში“ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დასადგენად შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ე.წ. კომისიის „მოადგილემ“ გარი მულდაროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დე ფაქტო კომისიის ამოცანა „სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად განსაზღვრა“ - შესრულებულია.

„კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს #2 ბრძანებულებით „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ“ 1922 წლის 20 აპრილი დეკრეტით. №2 დეკრეტის შესრულებასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე შედგენილია სამუშაო ჯგუფის საბოლოო ანგარიში და შედგენილია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის „რუკა-გეგმის“ პროექტი საქართველოსთან“, - განაცხადა მულდაროვმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ ვებ - გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტები ე.წ. „დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიამ“ 2023 წლის 2 მარტს დაამტკიცა და "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს „შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად“ გაუგზავნა.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება