ირაკლი ქადაგიშვილი უმრავლესობის წევრების მანდატების დატოვებაზე - კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა რადიკალური მიუღებლობას არ ნიშნავს, საკითხის დრამატიზებას ნუ შეეცდებით

არის ხოლმე მომენტები, როცა შეიძლება აღარ არის კომფორტული იმ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება, სადაც მუშაობდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გიორგი ხელაშვილის, ნინო იობაშვილის და ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიერ მანდატების დატოვებას და მრჩევლებად მათ დანიშვნას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, დავით სერგეენკოს შემთხვევაში ახალი ინფორმაცია არ აქვს და ის პარლამენტში რჩება.

რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც მანდატს ტოვებენ, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებში გუნდში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს, თუმცა, ეს „რადიკალურ მიუღებლობას“ არ ნიშნავს.

„ამ დეპუტატების შეუთავსებლობის საკითხი დადგა, რადგან მრჩევლებად იქნენ დანიშნული. საერთოდ გუნდში შეიძლება კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს, რაც გუნდში რადიკალური მიუღებლობის არსებობას არ ნიშნავს. ამიტომ საკითხის დრამატიზებას ნუ შეეცდებით. არის ხოლმე მომენტები, როცა გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე არ ხდება ხოლმე შესაძლებელი ან მათთვის კომფორტული იმ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება, სადაც მუშაობდნენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე გიორგი ამილახვარისა, ირაკლი კოვზანაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა