Spiegel - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისში მხოლოდ მეორე მცდელობისას დაჯდა, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი სხვა თვითმფრინავს ეკავა

გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობისას დაეშვა, - ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პირველი მცდელობისას თვითმფრინავის დაჯდომა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა.

Spiegel-ი წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან ჩამოსული Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა დაშვებულიყო და დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.

გამოცემის ცნობით, მეორე მცდელობის შედეგად თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უპრობლემოდ დაეშვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა