ნიკოლოზ სამხარაძე ხატია დეკანოიძეს - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ყოველთვის აკადემიური დისკუსია იყო  ყველა საკითხზე -  თქვენ შემოხვედით  და შემოიტანეთ ბაზარი

უკრაინის ტელევიზიაში თქვენ საკუთარ ქვეყანას აბრალებთ, რომ ის ეხმარება რუსეთს. ეს არის ქვეყნის ღალატი და ამის გამო უნდა გრძნობდე უხერხულობას - ეს კომიტეტი მუშაობს 2.5 წელიწადია, თქვენ შემოხვედით ახალი წევრი და შემოიტანეთ ბაზარი, - ასე მიმართა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელიც დაინტერესდა, გრძნობდნენ თუ არა კომიტეტის წევრები უხერხულობას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო.

ამასთან, სამხარაძის თქმით, უხერხულობას თავად დეკანოიძე უნდა გრძნობდეს მაშინ, როცა ის საკუთარ სახელმწიფოს ისეთ რაღაცებს აბრალებს, რომელსაც მტერიც არ დააბრალებს.

„ეს კომიტეტი მუშაობს 2.5 წელიწადია. კომიტეტში ყოველთვის აკადემიური დისკუსია იყო, ყველა საკითხზე. თქვენ შემოხვედით ახალი წევრი და შემოიტანეთ ბაზარი. რაც თქვენ წეღან აღნიშნეთ, ეს ბაზარი შემოიტანეთ თქვენ ამ კომიტეტში! მე ბევრად უფრო მეტად უხერხულად ვიგრძნობდი თავს...უცხო ქვეყნის, მეგობარი ქვეყნის ტელევიზიაში, რომელიც ომშია ჩართული, თქვენ საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას აბრალებთ, რომ ის ეხმარება რუსეთს და ამის საპასუხოდ არანაირი არგუმენტი არ გაქვთ, არანაირი ფაქტი არ გაქვთ. ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი და ამის გამო უნდა გრძნობდე უხერხულობას. ასევე უხერხულობას უნდა გრძნობდე იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ვიზიტებისას აბრალებთ საკუთარ სახელმწიფოს ისეთ რაღაცებს, რომელსაც მტერიც არ დააბრალებს. ამის გამო უნდა გრძნობდე უხერხულობას. შესაბამისად, ვინ რა დოზით გრძნობს უხერხულობას, მგონი, საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს, ვინ აბრალებს სახელმწიფოს ისეთი დანაშაულების ჩადენას, რომელიც წარმოუდგენელია და ჩვენი ერისა და ხალხის შეურაცხყოფაა“, - მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ ხატია დეკანოიძეს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი