შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - როცა დაასახელებთ იმ ხალხს, რომელიც თქვენზე ახდენდა ზეწოლას, რომ მხარი არ დაგეჭირათ ომბუდსმენისთვის, მერე ილაპარაკეთ თავისუფალ მანდატზე

თქვენ როცა დაასახელებთ იმ ხალხს, რომელიც თქვენზე ახდენდა ზეწოლას, რომ მხარი არ დაგეჭირათ ომბუდსმენისთვის, მერე ილაპარაკეთ თავისუფალ მანდატზე - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც მმართველ გუნდს თანაფრაქციელებისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატის არსებობა შეახსენა.

აქუბარდიამ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს ხმა არ მისცეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო როგორც გენერალ ჩაჩიბაიას, ასევე ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მწვანე ღილაკს არ დააჭირა ამ კანონზე [ე.წ აგენტების შესახებ კანონი] და ამით დააფიქსირა თავისი პოზიცია, ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, გამომდინარე იმ უხერხული მდგომარეობიდან, რომელ უხერხულ მდგომარეობაშიც თქვენ ჩააყენეთ ეს ადამიანები და რომელსაც თქვენ აქ ქმნით, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ძალიან სამწუხარო რეალობა შექმენით თქვენ ისევ და ისევ თავისუფალი მანდატის წართმევასთან მიმართებით, თუმცა ჩემი პატივისცემა მინდა დავაფიქსირო, რამდენადაც მათ არ გამოიყენეს მწვანე ღილაკი იმ კანონზე, რომელიც ქვეყნის საგარეო ვექტორის წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმაც.

ცნობისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილება უმრავლესობის დეპუტატებს: ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილსა და გიორგი ამილახვარს უწყდებათ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა