ირაკლი ღარიბაშვილი -  დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში ომის დასაწყებად - ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანი რევოლუციის მოწყობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იყო.

როგორც მან პარლამენტში, ე.წ. ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ეს გეგმა ჩაუვარდა და შიდა და გარე მტრებმა წააგეს.

„უკანონოდ შემოსული და შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში ე.წ. მეორე რევოლუციის მოხდენა, მისი მიამიტური გათვლებით. აქ უნდა მომხდარიყო რევოლუცია, სისხლისღვრა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, არჩევნების ჩაშლა. ეს პერიოდი ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როცა ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, საუბრები უკვე დაწყებული იყო და ჩვენ სხვა ინფორმაციებიც გაგვაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგანაც, რომ მოსალოდნელი უყო უკრაინაში ომის დაწყება ნოემბერში, ან დეკემბერში, რომელმაც რამდენიმე თვით გადაიწია რუსეთ-დასავლეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციის გამო. ეს პერიოდი პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის შემოსვლას და მის განზრახვას, რომ მოეხდინა ხელისუფლების დამხობა, გადატრიალება და რევოლუცია. ამას თუ დავუკავშირებთ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს, მათ ქმედებებს, რომ მათი ამოცანა იყო სწორედ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ვფიქრობ, არცერთ გონიერ ადამიანს კითხვა აღარ დარჩება, რომ დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ საქართველოში ომი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს