კახა ოქრიაშვილი - საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ნინო იობაშვილს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!

„აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.

ბატონები, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ! - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა