ირაკლი ჩიქოვანი -  დიახ, ჩვენ გვექნება უთანხმოება ქართველ პარლამენტართანაც, უცხო ქვეყნის პარლამენტართანაც, ევროპარლამენტართანაც, რომლისთვისაც სააკაშვილი არის სინათლე და სხვა დანარჩენი - სიბნელე

დიახ, ჩვენ გვექნება უთანხმოება ქართველ პარლამენტართანაც, უცხო ქვეყნის პარლამენტართანაც, ევროპარლამენტართანაც, რომლისთვისაც სააკაშვილი არის სინათლე და სხვა დანარჩენი - სიბნელე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

მისი შეფასებით, თუ არ გავიაზრეთ რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში საქართველოში და თუ ამას არ მივეცით ადეკვატური შეფასებები, ეს მუდმივ პრობლემად დარჩება.

„ჩვენ, სამწუხაროდ ვხედავთ იმას, რომ სახელმწიფოს რეკეტის შემოქმედები, დღეს პოლიტიკური ექსტრემიზმის შემოქმედებად მოგვევლინენ. ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა. იმის შეთავაზება, რომ თქვენ გჭირდებათ პოლიტიკური რევანშიზმი, საზოგადოებაში ვერასდროს მოიკიდებს ფეხს. ვერასდროს ვერ მოიკიდებს ფეხს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აკიდოთ რუსული იარლიყი. 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ბრძოლა არა ხელისუფლებისთვის, არამედ ბრძოლა ღირსებისთვის. მაშინაც, 2012 წელს, თქვენ „ქართულ ოცნებას“ რუსულს უწოდებდით. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო მანდატი საკუთარი ამომრჩევლისგან, რომ ეს ქვეყანა წაეყვანა ევროპისკენ და ევროპაში ინტეგრაცია უზრუნველეყო. თქვენ „ქართულ ოცნებას“ მაშინაც რუსულს უწოდებდით. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, არის და დარჩება ჩვენი ქვეყნის ღირსეული ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ობიექტური რეალობა, რომელსაც სხვა ალტერნატივა არ აქვს“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის