ირაკლი ზარქუა - კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები, არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები - ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტია.

როგორც მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომელზეც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ, „ქართული ოცნება“ ვერ განიხილავს მათ რეკომენდაციებს და იმ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ თურმე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

„დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ ღირსებით. პირადად არ მგონია, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან კონკრეტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები. ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, სადაც ჩამიწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი და ეს დადასტურებულია, სააკაშვილი, რომელსაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მისჯილი აქვს გირგვლიანის თემაზე, ის თურმე პოლიტპატიმარია. მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი გახდა, თურმე ის არის მედია დევნილი. ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, კი ბატონო იმიტომ, რომ თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის ევროპა არ არის, გამორიცხულია. ჩვენთვის ევროპა არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის კარგი შესაძლებლობა ევროკავშირში, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს“,-განაცხადა ზარქუამ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება