მამუკა მდინარაძე - ჩვენ სამწუხაროდ, ბეწვის ხიდზე დავდივართ - ამ გამოწვევის პარალელურად ხდება ამ ბეწვის ხიდზე, აქედან და იქიდან, ხელის კვრა, რომ რაღაცნაირად უფსკრულში აღმოვჩნდეთ და სხვა ინტერესები დავაკმაყოფილოთ

ბეწვის ხიდზე დავდივართ. მართლაც ეროვნული ამოცანების რიგში დადგა გადარჩენის საკითხი - ამ ჯანჯღარს ბეწვის ხიდზე და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი! - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოწვევის პარალელურად ხდება ამ ბეწვის ხიდზე, აქედან და იქიდან, ხელის კვრა, რომ ქვეყანა უფსკრულში აღმოჩნდეს და სხვა ინტერესები დააკმაყოფილოს.

„პრემიერ-მინისტრო, როდესაც თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ ომში ჩართვის მცდელობა იყო ამ ქვეყნის, არავის მოსჩვენებია ის ამბავი, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები გამოდიოდნენ, პირდაპირ გვამუნათებდნენ და მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისთვის. არც ის მოგვჩვენებია, რომ ქართველი ოპოზიციონერები, რადიკალური ოპოზიციის და "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლები, იმავე პერიოდში, ხან ირიბად შავ ხვრელს უწოდებდნენ საქართველოს. არც ის მოგვჩვენებია, რომელიმე ჩვენგანს, რომ პირდაპირი რამდენიმე კვირიანი კამპანია იყო გაჩაღებული მოხალისეებისთვის თვითმფრინავების გამოყოფის ნებართვის შესახებ. ჩვენ სამწუხაროდ, ბეწვის ხიდზე დავდივართ. მართლაც ეროვნული ამოცანების რიგში დადგა გადარჩენის საკითხი, იმ ურთულესი გეოპოლიტიკური და ზოგადად, რეგიონში თუ მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე. ამ გამოწვევის პარალელურად ხდება ამ ბეწვის ხიდზე, აქედან და იქიდან, ხელის კვრა, რომ რაღაცნაირად უფსკრულში აღმოვჩნდეთ და სხვა ინტერესები დავაკმაყოფილოთ. ჩვენი ოპოზიციის ბოლო მცდელობა იყო ე.წ. რუსული კანონის ნარატივი. რატომ არის საქართველოში რუსული, რომელიც ყველა დანარჩენ ქვეყანაში თურმე ამერიკულია.

კომპლექსების მოხსნის მცდელობა აქვთ წლების განმავლობაში, სხვას გადააბრალონ ის, რაც თვითონ აქვთ ჩადენილი, რაც აწუხებთ შინაგანად, რაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ გაკეთებული და ამ გაღმა შედავების პრინციპით რაღაც პიარული, დროებითი წარმატებები მიიღონ. რიგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ რამდენიმე დღეში ესეც ქრება და ვერ აღწევენ ამ ბოროტულ მიზანს. დღეს ეროვნული ინტერესია მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს, მშვიდობით, განვითარებით, მოვიგებთ და ღირსებით შევალთ ევროპაში. ამ ჯანჯღარს ბეწვის ხიდზე და ქვეყნის ამოყირავების მცდელობას არ აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი!“- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა