„სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ქართული ოცნების“ თავდასხმა გუბაზ სანიკიძეზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავდასხმა გუბაზ სანიკიძეზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია.

ამასთან, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლება ემზადება საქართველოს ევროპული პერსპექტივის ჩაგდებისთვის.

„ქართული ოცნების“ თავდასხმა გუბაზ სანიკიძეზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და არ აქვს პასუხი საქართველოსთვის მნიშვნელოვან არც ერთ საკითხზე. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ემზადება საქართველოს ევროპული პერსპექტივის ჩაგდებისთვის და მიზანმიმართულად მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. პრემიერის სიძულვილის ენა ახალისებს დაპირისპირებას და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ჩვენ ვიცით, როგორ მთავრდება ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა და თქვენც დასრულდებით ძალიან მალე!

ძალადობა დაუშვებელია ყველგან, იგი პოლიტიკაში ზრდის სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს, რაც მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესია. არა ღალატს, არა ქოცობას!“ - აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა