მამუკა ხაზარაძე - ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად

შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი - ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ 12 პუნქტი უკვე შესრულებული არაა, არამედ განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ მალე შესრულდება.

„შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ იმ ასპირაციაში, რაც არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება.

ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება. აქ არ არის საუბარი უბრალოდ რაღაც 12 საკითხის და პუნქტის შესრულებაზე, განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ მალე შესრულდება. ბუნებრივია შევეხეთ სხვა საკითხებსაც.

მე მინდა გითხრათ, რომ თუ მთელი ერი, ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები არ გავერთიანდებით ისტორიული მიზნის მისაღწევად და არ გადავდებთ ყველაფერ იმას, რაც ხელს გვიშლის ჩვენ და არ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ საკითხს პირველ ადგილზე, ჩვენ გავუშვებთ ისტორიულ შანსს. ჩვენ არ გვაპატიებს ჩვენი მომავალი თაობა გაშვებული შესაძლებლობის მდგომარეობას.

ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს სამშობლოზე, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები შეხვედრას, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ ეს ფაქტი მისთვისაც კითხვის ნიშანს აჩენს.

„მე არ ვიცი, ვის რა მიზეზი ჰქონდა, შეიძლება ვიღაცას ობიექტური მიზეზი ჰქონდა, მაგრამ თუ ისინი თბილისში იყვნენ, მე გაკვირვებული ვარ, როცა ოპოზიცია ითხოვს კანდიდატის სტატუსს და საგარეო უწყების პირველ პირს, გადამწყვეტი ქვეყნის პირს, არ ხვდებიან ოპოზიციის ლიდერები. თავმჯდომარეები როცა არ ესწრებიან ასეთ შეხვედრას, ჩემთვის ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო