25 მარტს, 10:00 საათზე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართება წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
მის: დიდუბის საგამოფენო ცენტრის მესამე პავილიონი, წერეთლის გამზ.#118.
საკონტაქტო: თიკო ბაქრაძე - 593 48 44 99
25 მარტს, 13:00 საათზე, საგურამოს გამგეობის წინ, „გირჩის" აქცია გაიმართება.
თემა: „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წელს გაამარტივა მიწის რეგისტრაცია და ასობით ადამიანმა გაიფორმა მიწის ნაკვეთები საჯაროობის გარეშე, არჩევნების შემდეგ ამ ადამიანებს თაღლითობისთვის იჭერენ“.
საკონტაქტო: რუსუდან აბუაშვილი 555702040
25 მარტს, 14:00 საათზე, „პულმან - აქსის თაუერსის“ საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები.
საკონტაქტო: ნოდარ ხიდიშელი 577771150
25 მარტს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, იუსტიციის სახლის გვერდით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 9 აპრილის კამპანიის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის შემაჯამებელ აქციას გამართავს.
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 434 308