პრეზიდენტი ივანიშვილზე - ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება არ აქვს. როგორც პრეზიდენტმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, დღეს ბევრი კითხვა ისმება მათ შორის პარტნიორების მხრიდან, თუ სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ივანიშვილთან კომუნიკაცია კარგი იქნებოდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადის შეტანის მიზნით.

„არ მქონია მცდელობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ სურვილი დღეს ძალიან მაქვს, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ იმდენად საჭიროა მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში და ბევრი გზავნილია უცხოეთიდან, რაც, ალბათ, უნდა გაიგოს და მოისმინოს თუ ის არის მთავარი.

კითხულობენ, სად არის ეს მთავარი წონა გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის და რადგან პასუხი არ აქვთ, იქაც უნდათ, რომ მივიდეს ეს გზავნილი. არ მაქვს მე კომუნიკაციის საშუალება, თქვენ ხართ ყველაზე კარგი საშუალება. იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პოლიტიკური პროცესები, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ვართ, ჯერჯერობით და შეგვიძლია დავრჩეთ ამ პერსპექტივაში, საჭიროა, რომ იყოს მეტი გამჭვირვალეობა ყველა მხრივ. მას ვეტყოდი, პირველ რიგში, რომ საჭიროა მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით - ეს არის კოლექტიური, ეს არის კამათის შემდგომი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაგება თუ რა ხდება, როცა ისმენ ამ რიტორიკას, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვაა ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა ის მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია, ხან კი არის განცხადებები, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი?“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია.

„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს, იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან. გარეთაც ისმება ეს კითხვა და მე მგონი საზოგადოებაშიც არის ეს განცდა თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები. მე ამაზე პირდაპირი პასუხი და მტკიცებულებები არანაირად არ მაქვს. ეს ახალგაზრდები არიან შემსრულებლები, გამხმოვანებლები, თუ ესენიც იღებენ გადაწყვტილებებს. კითხვა როცა არსებობს, ეს არის თავისთავად ცუდი პოლიტიკური სისტემისთვის, იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ იქნება ხვალ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე თუ ამ რიტორიკაზე, რომელიც ამდენად დამაზიანებელია. უფრო რიტორიკაა დამაზიანებელი, ვიდრე ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. ზოგი ნაბიჯის არგადადგმა არის დამაზიანებელი და ძირითადად რიტორიკა. ამას გვეუბნება ყველა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი ოლიგარქი, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ოლიგარქია, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის.

„კი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს