კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი

კრიპტოვალუტა მომავალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მის ისტორიაში აღმასვლისა და დაღმასვლის ეტაპები ბევრია, თუმცა რთულია იმის უარყოფა, რომ კრიპტო ჩვენი მომავალია.

ინტერნეტის ახალი თაობა, რომელსაც WEB3-ს ვუწოდებთ, კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ ეკოსისტემაზე დგას. თავის დროზე ინტერნეტმა რადიკალურად შეცვალა სამყარო. დღეს არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ბლოკჩეინ რევოლუცია ტექნოლოგიური ევოლუციის ახალი ეტაპიც იქნება. კრიპტოვალუტა კი აღნიშნულის ფუნდამენტური კომპონენტია. ის თანამედროვე სამყაროს ეკონომიკურ მიმოცვლას ამყარებს და უზრუნველყოფს. შედეგად, კრიპტოვალუტები უფრო და უფრო მეტად იკიდებს ფეხს ყოველდღიურობაში და მოთხოვნაც სტაბილური ხდება.

კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობისა და გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მასზე ხელმისაწვდომობის ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად და კრიპტოზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად „კრიპტალი“ და Paybox თანამშრომლობას იწყებენ.

პარტნიორობის ფარგლებში კრიპტოს შეძენა უკვე ფეიბოქსის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი. პროცესი საკმაოდ მარტივი და სწრაფია, როგორც ეს Vending Machine-ის შემთხვევაში ხდება. ინსტრუქცია შემდეგნაირია:

  • აირჩევთ კრიპტოს შეძენას
  • აირჩევთ სასურველ კრიპტოვალუტას. ამჟამად სამი კრიპოტოვალუტის შეძენაა შესაძლებელი. ესენია: Bitcoin, Litecoin და Tether (USDT).
  • მიიღებთ კრიპტოს თქვენს Wallet-ზე.

სიახლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად შეიძინონ კრიპტო ასობით ახალ ლოკაციაზე. Paybox-ს საქართველოში ყველაზე ფართო დაფარვის ქსელი გააჩნია 10 ათასობით სწრაფი ჩარიცხვის აპარატით. ისინი განთავსებულია ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქში და სოფლებშიც კი. აღნიშნული საქართველოში კრიპტოვალუტის დამკვიდრებასა და მასობრივ ათვისებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

(R)

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ