სოსო გოგაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე გოგაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებულიც.

როგორც ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე განმარტავს, გოგაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მოტივებზე განაჩენი უკვე გამოტანილია. ბრალდებული ასევე მიიჩნევს, რომ მისი დასჯა ხდება.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე წარმოთქვა. როგორც საქმის პროკურორი მაიკო სილაგაძე აღნიშნავს, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან მტკიცებულებებით სოსო გოგაშვილისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაული დასტურდება.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

სოსო გოგაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე გოგაშვილის ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებულიც.

როგორც ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე განმარტავს, გოგაშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ მოტივებზე განაჩენი უკვე გამოტანილია. ბრალდებული ასევე მიიჩნევს, რომ მისი დასჯა ხდება.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა გასულ სხდომაზე წარმოთქვა. როგორც საქმის პროკურორი მაიკო სილაგაძე აღნიშნავს, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ვინაიდან მტკიცებულებებით სოსო გოგაშვილისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაული დასტურდება.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა