გიორგი ვაშაძე - პარლამენტში გვაქვს თემატური ბოიკოტი, არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც არ ეხება 12 პუნქტს, მაგრამ იქ, სადაც არის საბრძოლველი, მათ შორის ფიზიკურად, ჩვენ ვართ კომიტეტზეც და სესიაზეც

დავარქვათ ასე, რომ არის თემატური ბოიკოტი. არც ერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც არ ეხება 12 პუნქტს - იქ სადაც არის საბრძოლი, სამწუხაროდ, მათ შორის, ფიზიკურად, "სტრატეგია აღმაშენებელი" არის კომიტეტზეც და სესიაზეც, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რას გულისხმობს თემატური ბოიკოტი მაშინ, როცა რეგლამენტი მსგავს დეფინიციას არ ცნობს, ვაშაძის პასუხია, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ განხილვებში, სადაც ჩათვლიან, რომ რაიმე არსებითი იხილება.

"სადაც ჩავთვლით, რომ ანტურაჟისთვის არის საჭირო, რომ "ქართულმა ოცნებამ" თქვას, თითქოს რაღაც ხდება პარლამენტში, იქ არ ვართ", - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე იქნებიან თუ არა 31 მარტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლაა დაგეგმილი, ვაშაძის თქმით, "ჩამოყალიბდებიან".

რაც შეეხება მოლოდინებს მოხსენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი დეპუტატია განმარტებით, "საკითხი არის მარტივი, - პრეზიდენტი ექსპერტული შეფასებებიდან რეალურ, ქმედით ნაბიჯებზე უნდა გადავიდეს."

"12 პუნქტში არის საკითხები, რომელიც მას შეუძლია გააკეთოს, ეს არის ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ორივე არის მის ხელში," - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა