გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელის საქართველოში არჩამოსვლა გზავნილია! - რომ ჩამოვიდეს, ვის დაელაპარაკოს?!

შარლ მიშელის საქართველოში არჩამოსვლა გზავნილია! - რომ ჩამოვიდეს, ვის დაელაპარაკოს?! რა უთხრას საქართველოს მთავრობას, რომ კარგი ბიჭები არიან იმის გამო, რომ 19 აპრილის შეთანხმება გადახიეს?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, ევროპელი პარტნიორები არასდროს ასე მოწადინებული არ ყოფილან, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნად იხილონ.

მისივე თქმით, თავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამის საპირისპირო, კონტრპროდუქტიულ და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს ვხედავთ.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე კი არ თქვა, არამედ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე ისაუბრა. ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, როცა მის ოფისში შეხვედრა გავმართეთ - ითქვა, რომ საქართველო იმსახურებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, არამედ არის ევროპული ოჯახის წევრი. ამ ყველაფერს ხელს უშლის ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმები, რასაც „ქართული ოცნება“ გიჟივით აგრძელებს. ხელს უშლის რეფორმების არშესრულება. შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ ყველაფერი ევროკომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. ამ ადამიანებმა დეტალურად იციან, რა რეფორმებია გასაკეთებელი. როგორც „რუსული კანონი“ ვერ იქნებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის შესაძლებლობა, ასევე პარლამენტში წარმოდგენილი დეოლიგარქიზაციისა და მართლმსაჯულების კანონპროექტები აბსოლუტურ აცდენაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან. ასევე არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის წევრობის ნაცვლად რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და რუსული ჭაობისკენ სვლას გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა