თბილისში ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა იხსნება

თბილისში, ცნობილი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა გაიხსნება.

ორგანიზატორების ცნობით, გამოფენა 30 მარტს, 20:00 საათზე გაიხსნება და გალერეის გახსნის ღონისძიებას ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება, მუსიკალურად კი გააფორმებს პიანისტი დინი ვირსალაძე, რომელიც საკუთარ კომპოზიციებს შეასრულებს.

როგორც მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი აღნიშნავს, გალერეის პრეზენტაცია სიმბოლურად, მეუღლის, თემურ ბადრიაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია.

რუსუდან ფეტვიაშვილის მუდმივმოქმედ სამხატვრო გალერეაში ნამუშევრები ორ სართულზე იქნება განლაგებული.

გალერეის პირველ სართულზე დამთვალიერებელი იხილავს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრებს და მხატვრის უახლეს ნამუშევარს.

გალერეის მეორე სართულზე კი ძველი ნამუშევრები განთავსდება – ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა პარიზის სახელოსნოდან საქართველოში ჩამოიტანა.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება რუსუდან ფეტვიაშფილის და მისი ძმის – მოქანდაკე დიმა ფეტვიაშვილის საერთო ნამუშევრები, რომლებიც ხეზეა შესრულებული. ამასთან გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი იხილავს დიმა ფეტვიაშვილის კიდევ რამდენიმე ქანდაკებას.

საგამოფენო სივრცეში განთავსდება „ვილეროი და ბოხის“ რამდენიმე ნიმუშიც.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“