მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება.

მდინარაძის განმარტებით, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ხდება ყურადღების იმაზე გამახვილება, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.

„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიერ მონათლული რუსული კანონი, სინამდვილეში სულ არ არის რუსული და როგორი „ფეიკი“ დაალაგეთ თქვენ, ამაზე ველაპარაკებით, საათანხევრიდან, შეიძლება, 5 წუთის განმავლობაში. უამრავი სხვა თემაა და ეს არ არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, ე.წ. „ფეიკ“ კამპანია, რომელსაც ალაგებს „ნაცმოძრაობა“ და მისი დამკვეთები, პატრონები, რიგ შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიის სხვა წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე, ამ თემასაც ვეხებით. ამიტომ, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ“ კამპანიებს ეძღვნება ის. რაღაც ნაწილში, როდესაც საერთო თემებსა და გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ამ თემასაც, მათ შორის, ვეხებით“,- განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს