ირაკლი კობახიძე - აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს - პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თბილისში პლაკატების გაკვრას იმ დეპუტატების შესახებ, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონს ხმა მისცეს.

„აგრესიული რიტორიკა პოლარიზაციას ხელს არ უწყობს, თუმცა ნახეთ, რომ ამ შემთხვევაში, ინიციატორი იყო ოპოზიცია. თვითონ ხაბეიშვილი ამაყობდა იმ პლაკატებით, რომელიც მათ გამოაკრეს თბილისის ქუჩებში. პოლარიზაციის ინიციატორები ყოველთვის არიან სწორედ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული პირის საკითხს.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და მნიშვნელოვანია, რომ სადაც სავარაუდო დანაშაულია ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ.

„რა თქმა უნდა, არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ . ეს იყო „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, ქვების დაშენა. ეს კონკრეტული უმძიმესია დანაშაულებია და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პირს, ჩანს რომ მას ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ ადამიანების წინააღმდეგ და ამას სათანადო შეფასება სჭირდება. თავისთავად ის, რომ ეს ახალგაზრდა, გზას აცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ „ტროიკასთან“ და ეს არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ ეს ბოლშევიკური „ტროიკა“ არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირიო მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით,რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაცია არეული ადამიანების ქმედებები სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული, როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა