სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის ცნობით, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დარღვევა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის 20 მარტს, ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სემეკს მომართა წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ ოსიაურის ქუჩაზე, 2022 წლის 8 აპრილს წყალსადენის ქსელზე მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია გზის დამჭერი საყრდენი კედლის ჩამოშლა, რის შედეგადაც დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, ელექტროგადამცემი ხაზები და მწვანე ნარგავები. ჩუღურეთის გამგეობის წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაუყოვნებლივი კომუნიკაციისა, პრობლემა არ აღმოიფხვრა. წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ოსიაურის ქუჩაზე სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2022 წელს ჩატარდა 8 ტენდერი, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ტენდერში მონაწილეთა მიერ ნორმირებულზე მაღალი ფასების დასახელება.

სემეკის შეფასებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები, რამაც გამოიწვია ოსიაურის ქუჩაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა, უზრუნველყოს ოსიაურის ქუჩაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია