გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მისი პარტიის წევრი არაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაიცავენ თითოეულ მოქალაქეს, „ვისზე ხელის შეწმენდაც უნდა „ქართულ ოცნებას“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირი მისი პარტიის წევრი არაა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ძალადობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრება, ბოლშევიზმზე საუბრისას კი კობახიძემ საკუთარ თავზე უნდა ილაპარაკოს.

„ძალადობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებას“ და იმ სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრება, რომლებიც პოლიტიკური დავალებით თავს დაესხნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს და მომიტინგეებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენ ოჯახსაც დავუკავშირდებით. ეს ადამიანი ჩვენი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს, ვისზე ხელის შეწმენდაც უნდა „ქართულ ოცნებას“. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. რაც შეეხება კობახიძეს, ჯობია ბოლშევიზმთან დაკავშირებით თავის თავზე ილაპარაკოს იმიტომ, რომ ბოლშევიზმი მოდიოდა მოსკოვიდან, ისევე როგორც მოსკოვიდან მოდის დავალებები, რომელსაც კობახიძე და მისი თანაგუნდელები ასრულებენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დააკავეს პირი, რომელმაც „აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს“.

ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაკავებული პირი „დაკავშირებულია ბოლშევიკურ „ტროიკასთან“, რომელიც არის ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა“.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს