31 მარტს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს საფონდო ბირჟისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, გლობალური ინიციატივის „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართება.
მონაწილეობენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარკო სოლდიჩი, საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესგაერთიანებების წევრები.
საკონტაქტო: ნინო ნატროშვილი - 595356468
31 მარტს, 10:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდებიან.
მის: კრწანისის ქ. 51
საკონტაქტო 599 26 40 26
31 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, ევროკავშირი და CENN ახალგაზრდა სოციალური და მწვანე მეწარმეების შესახებ პროექტის დახურვით კონფერენციას გამართავენ.
ღონისძიებას გახსნის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი კოლომბ დე მერსი.
მის: თელავის ქ.20
საკონტაქტო: 599 877 808 მარიამ ღლონტი
31 მარტს, 10:30 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას დაესწრება.
მის: მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა N1, (სახელმწიფო ცერემონიების სასახლე)
31 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ოფისში პარტიის წევრის თაზო დათუნაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: დევნა აქციის მონაწილეების მიმართ და მათი დაცვა
საკონტაქტო: 599 26 40 26
31 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2023 წლის თებერვალი
მის: ცოტნე დადიანის #30
31 მარტს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, თბილისის საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.
თემა: საჯარო სკოლებში ბავშვთა/მოსწავლეთა უფასო კვება.
მის: თავისუფლების 2
საკონტაქტო: 598 002 110
31 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლევის „ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი“ პრეზენტაციას გამართავს და კვლევის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს წარადგენს.
საკონტაქტო პირი: მაგდა გუგავა, 599420206
31 მარტს, 11:00 საათზე, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 2 წლის თარიღთან დაკავშირებით, ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბებიან.
საკონტაქტო პირი: გიორგი ბერიძე 577-100-830
31 მარტს, 11:00 საათზე, „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის ბრიფინგი გაიმართება.
მის: ქეთევან დედოფლის 54, მეტროსადგურ „300 არაგველის“ გვერდით.
31 მარტს, 11:00 საათზე, წყალტუბოს საკრებულოსთან მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ცამციშვილი.
თემა: წყალტუბოში, სოფელ მუხიანის მიმდებარედ, რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობა.
საკონტაქტო: თემურ ცამციშვილი -595 11-45-04
31 მარტს, 12:00 საათზე, მეცნიერთა კონგრესის ოფისში, მეცნიერთა კონგრესის სპიკერი ერეკლე შონია, სპიკერატის წევრებთან, მეცნიერების დოქტორ გოჩა ცოფურაშვილთან, გელათის აკადემიის წევრ, პოლიტიკოს თემურ შაშიაშვილთან და მეცნიერთა კონგრესის რამდენიმე წევრთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.
მის: ცოტნე დადიანის 26
საკონტაქტო: 599 50 30 51
31 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
31 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
მის: მაჩაბლის 11
საკონტაქტო: 599 58 00 01
31 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
31 მარტს, 13:00 საათზე, ანსამბლები: „რუსთავი“, „მართვე“ და „ბასიანი“ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გამართავენ.
მის: არტოს ბაღი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საკონცერტო დარბაზი.
საკონტაქტო პირი: გიორგი ბერიძე 577-100-830
31 მარტს, 16:30 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ფოტოკონკურსის, EUNEIGHBOURS EAST - FOTOFESTIWAL, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
მის: კოსტავას ქ. N14 (სასტუმრო „სტამბა")