ვაჟა-ფშაველას გამზირს რეაბილიტაცია წელს აღარ ჩაუტარდება, აკაკი წერეთლის გამზირზე კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

ვაჟა-ფშაველას გამზირს რეაბილიტაცია მიმდინარე წელს აღარ ჩაუტარდება. რაც შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ტენდერი უკვე დასრულებულია, გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვთ, უშუალოდ სამუშაოები კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

„[ვაჟა-ფშაველას გამზირს] მიმდინარე წელს არ ჩაუტარდება რეაბილიტაცია, დანარჩენი ინფორმაცია გამოქვეყნდება. უახლოეს გეგმებში იყო გათვალისწინებული, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტი რომ დაზუსტდა, ბიუჯეტში აღარ იყო. ანუ როცა გაჟღერდა უახლოესი წლების გეგმები და დიდი პროექტები, იქ იყო მოხსენიებული“, - აღნიშნეს თბილისის მერიაში.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია სამ მონაკვეთადაა დაყოფილი ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე, გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე და სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე, საიდანაც ორ ტენდერზე ერთმა კომპანიამ შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპმა“ გაიმარჯვა, დარჩენილი ერთი მონაკვეთის სამუშაოებს კი მეორე კომპანია შპს „ერ ტე დე“ განახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 30 453 589 ლარს შეადგენს. უშუალოდ სამუშაოები კი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად დაგეგმილია ე.წ. დიდუბის ხიდის (შალიკაშვილის სახელობის ხიდის) რეაბილიტაციაც.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა